გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა - Palitra News

გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

2024-07-18 12:37:27+04:00

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მიშელ მუსხელის, ნოდარ ტაბიძისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტუდენტური კლუბების“ წევრებს შეხვდა.

საუბარი შეეხო განათლების სისტემაში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა – მათ შორის, განიხილა კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამა; ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები, მათი დაძლევის გზები და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბების წევრებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ მათთვის სასურველ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს – პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.