აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ბაიდენს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. პრეზიდენტი დელავერში, საკუთარ სახლში იქნება იზოლირებული. ბაიდენი გუშინ ლას-ვეგასში მხარდამჭერებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. გვიან ღამით დაგეგმილი წინასაარჩევნო ღონისძიება კი გააუქმა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ვაქცინირებული, მათ შორის ე.წ. „ბუსტერ“ დოზათაც. ის მანამდე კოვიდით ორჯერ იყო ინფიცირებული.