„ჰეზბოლას“ ლიდერი - „ჰეზბოლა“ ისრაელში ახალ სამიზნეებს დაარტყამს, თუ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას გააგრძელებს - Palitra News

„ჰეზბოლას“ ლიდერი - „ჰეზბოლა“ ისრაელში ახალ სამიზნეებს დაარტყამს, თუ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას გააგრძელებს

2024-07-17 16:18:15+04:00

„ჰეზბოლა“ ისრაელში ახალ სამიზნეებს დაარტყამს, თუ იგი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას გააგრძელებს, - ამის შესახებ „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა.

„მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღების გაგრძელება, წინააღმდეგობას უბიძგებს, რომ რაკეტები იმ დასახლებების მიმართულებით გაუშვას, რომელიც ადრე სამიზნეებს არ წარმოადგენდა“, - განაცხადა ჰასან ნასრალამ.

ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გუშინ, ისრაელის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად ლიბანში ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.