დედაქალაქში მესამე კვირაა, საზაფხულო ბაღი ფუნქციონირებს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზაფხულო ბაღებში წელს 18 500 აღსაზრდელი ჩაირიცხა, რაც წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია. მისივე თქმით, აღნიშნული სოციალური პროექტი მიზნად ისახავს, საბავშვო ბაღის მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოს ის ოჯახები, რომლებიც ივლისში ქალაქში რჩებიან. რაც შეეხება 2024-2025 სააღმზრდელო წელს, ბაღებში რეგისტრაცია პირველ ეტაპზე 2 700-მა ბავშვმა გაიარა.