ბორის ჯონსონმა დონალდ ტრამპთან უკრაინის საკითხი განიხილა. ჯონსონის განცხადებით, ლიდერებმა უკრაინის საკითხი განიხილეს და ეჭვი არ ეპარება, რომ ტრამპი უკრაინის მხარდაჭერისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში ძლიერი და მტკიცე იქნება. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მკვლელობის მცდელობის შემდეგ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.