შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგნაციო კასისის ცნობით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ისაუბრა. შვეიცარიელი და რუსი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომლის თავმჯდომარე ქვეყანაც მიმდინარე თვეში რუსეთია. ნიუ-იორკში სერგეი ლავროვი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოსაც შეხვდა, რომელთანაც მოსკოვში შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინსა და ვიქტორ ორბანს შორის მიღწეული „შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობა“ განიხილა.