ორი ქართველი ბლუმბერგის მილიარდერთა რეიტინგში - როგორ გაიზარდა ივანიშვილისა და ლომთაძის ქონება? - Palitra News

ორი ქართველი ბლუმბერგის მილიარდერთა რეიტინგში - როგორ გაიზარდა ივანიშვილისა და ლომთაძის ქონება?

2024-07-16 13:11:14+04:00

ორი ქართველი ბლუმბერგის მილიარდერთა რეიტინგში. როგორ გაიზარდა ივანიშვილისა და ლომთაძის ქონება. ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელის მიხეილ ლომთაძის ქონება წლის დასაწყისიდან 1.97 მლრდ დოლარით გაიზარდა და 7 მლრდ-ს გადააჭარბა. ასევე წლის დასაწყისიდან თითქმის 900 მლნ დოლარით გამდიდრდა კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძის ქონება 7.02 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში ქონება 5.05 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. დღეს ის ისევ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს და Bloomberg-ის რეიტინგში 403-ე ადგილზეა. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 372-ე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც ამ დროისთვის 7.40 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წლის დასაწყისში მისი ქონება 6.6 მლრდ დოლარს შეადგენდა.