იტალიაში ვულკანი ეტნა ამოფრქვევას განაგრძობს. გავარვარებული ლავა კრატერ ვორაგინიდან უკვე კვირაზე მეტია იფრქვევა. სიცილიის ქალაქ კატანიის თავზე მდებარე ვულკანი ხშირად აქტიურდება, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან ზარალს ძალიან იშვიათად იწვევს. ეტნა იმითაცაა ცნობილი, რომ მისი ამოფრქვევა, სხვა ვულკანებთან შედარებით დიდხანს გრძელდება.