დღეს, 16 ივლისს ევროპარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი - მოქმედი პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი ირენ მონტერო. პირველი კენჭისყრა სტრასბურგში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გაიმართება. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს ბოლო ორი წელია ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს. ირენ მონტერო ესპანელი პოლიტიკოსია, მემარცხენე პარტია „პოდემოსის“ წარმომადგენელი.