პირველად საქართველოში ქვიშის ფრენბურთში 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირში გამოდიოდნენ როგორც გოგონები ისე ვაჟები. გოგონებში ევროპის ჩემპიონები ავსტრიის წარმომადგენლები გახდნენ, რომლებმაც ფინალურ მატჩი შვეიცარია დაამარცხეს. ბიჭებში კი იტალიამ გაიმარჯვა, რომელმაც გადამწყვეტ დაპირისპირებაში გერმანიას სძლია.
მონაწილე ქვეყნებს შორის იყო საქართველოც, რომელმაც გოგონებსა და ვაჟებში 3-3 წყვილით იასპარეზა. მათგან ლუკა ჯანელიძემ და ირაკლი სუბელიანმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაშის მოგება შეძლეს.
ჩემპიონატი კახეთის რეგიონში, “ამბასადორი კაჭრეთში” გაიმართა, რომელიც საერთაშორისო სტუმრებმა დადებითად შეაფასეს.