15 ივლისს მსოფლიო ახალგაზრდობის უნარების დღეს აღნიშნავს. სწორედ ახალგაზრდების განვითარება და მათი თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვა არის ის მთავარი მოტივაცია, რომლითაც წლებია ევროკავშირი საქართველოში პროგრამებს და ინიციატივებს ახორციელებს. ერთ-ერთი გამორჩეული და მასშტაბური პროგრამა უდავოდ არის “განათლება დასაქმებისთვის”. პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოში 2019 წლიდან 9 პროექტმა დაიწყო, და 7 მილიონი ევროს დაფინანსებით შთამბეჭდავი შედეგები აჩვენა.