აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე წარმოსათქმელი სიტყვა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთლიანად შეცვალა და ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკის ნაცვლად ერთიანობის აუცილებლობაზეა ორიენტირებული. Washington Examiner-თან ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ის მომენტი აღწერა, როდესაც პენსილვანიაში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხედა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ესროლეს. ტრამპი მილუოკიში უკვე ჩავიდა, სადაც ის მიმდინარე კვირაში „რესპუბლიკელების“ ეროვნულ ყრილობას დაესწრება და პარტიის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.