გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის, "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული მართლმსაჯულებაზე წვდომის ინდექსის მიხედვით, საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და შეფასების 100%-ანი სისტემით 81,6%-ი მიიღო. ანალოგიურად მაღალი შეფასება საქართველომ გასულ წელსაც მიიღო. 2012 წლის შემდეგ შეფასების გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეექვსე, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ ადგილზეა. ამ 11 წლიან პერიოდში საქართველომ შეძლო შეფასება 20,7 პროცენტული პუნქტით გაეუმჯობესებინა, რაც ევროპასა და აზიაში კონტინენტზე საუკეთესო შედეგია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურნენ როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ოპოზიციის წარმომადნები მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალია. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ქვეყნის დემოკრატიულობა ვითარდება.