ევოლუშენ ჯორჯიას 4621 თანამშრომელი გაიფიცა. დასაქმებულები უკვე თვეებია კომპანიაში არასათანადო სამუშო პირობებსა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კომპანიის მენეჯერების შიდა მიმოწერები, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ. გაფიცულები ღირსეულ სამუშაო პირობებსა და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ პირობებს ითხოვენ. თანამშრომელთა განცხადებით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.