საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა, ხოლო 5 მსჯავრდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.