ერთ წელიწადში საქართველოს სავალუტო რეზერვები 22%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი რეზერვები 486 მლნ დოლარით, სავალუტო რეზერვები კი 1 მილიარდ 17 მილიონი დოლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, თუ გასული წლის ივნისში საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 5 მილიარდ 66 მილიონი დოლარი იყო, წელს ივნისში 4 მილიარდ 580 მილიონ დოლარამდე შემცირდა. რაც შეეხება სავალუტო რეზერვებს, მისი მოცულობა კი 4 მილიარდ 604 მილიონი დოლარიდან 3 მილიარდ 586 მილიონამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების ასეთი შემცირება ძირითადად სებ-ის მიერ მიმდინარე წლის მარტში საინვესტიციო ოქროს შესყიდვას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივნისის სტატისტიკით ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი მხოლოდ 865 მლნ დოლარს ინახავს.