შავი ოქროს მოპოვება საქართველოში 73%-ით გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში 19 500 ტონა ნედლი ნავთობის წარმოება მოხდა, რაც 8 200 ტონით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის იანვარ-აპრილში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოპოვებამ სულ 11 300 ტონა შეადგინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს ოთხ თვეში ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები 11 ქვეყანაში გავიდა, მათ შორის ყველაზე დიდი რაოდენობით საბერძნეთში. კერძოდ 12 650 ტონა, რაც ღირებულებით გამოსახულებასი 4.4 მლნ დოლარია. ქართული შავი ოქრო შედარებით მცირე რაოდენობით გავიდა ასევე თურქეთში, შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და აზერბაიჯანში.