ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ალიანსმა უნდა გავაკეთოს, ოფიციალური კიევის გამარჯვებისათვის, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებაა. მისივე თმქით, ეს ალიანსში უკრაინის ნებისმიერი მომავალი გაწევრიანების წინაპირობაა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება, ახალი ინიციატივები გამოცხადდება. ნატოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონის სამიტამდე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და ქვეყნისთვის მეტი საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ მოკავშირეები ახალ განცხადებებს გაავრცელებენ.