უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩავიდა - აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ვიქტორ ორბანი ავრცელებს. უნგრეთის პრემიერი აქამდე უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც მან განაცხადა, რომ მომავალში კიდევ მეტ მოულოდნელ ვიზიტს ჩაატარებს. უნგრეთის მთავრობაში ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.