გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 45 წლის ქართველი სუპერმარკეტში შეიჭრა და სალაროდან თანხის გატანას ცდილობდა, რა დროსაც ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქართველი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გერმანული მედიის ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით მძიმე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.