თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა - Palitra News

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

2024-07-04 15:45:33+04:00

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი და მიმდებარედ არსებული ფერდობები დაასუფთავეს. ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ. მან ადგილობრივ მოსახლეობას სისუფთავის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.