დღეს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იწყება. ინგლისის, შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის 650 ოლქში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება. ყველა ბოლო დროინდელი გამოკითხვა ლეიბორისტების გამარჯვებას პროგნოზირებს. ექსპერტების ნაწილი პროგნოზირებს, რომ ისინი რეკორდულად გაიმარჯვებენ.