რუსებმა დნიპრო დაბომბეს, დაიღუპა 4 და დაშავდა 27 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ბორის ფილატოვი ავრცელებს. ბორის ფილატოვის ცნობით, დღეს დილით, რუსების მიერ ქალაქ დნიპროზე განხორციელებული იერიშის შედეგად რამდენიმე შენობას ხანძარი გაუჩნდა. დაშავებულებს შორის არის 14 წლის გოგონაც. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. პარალელურად, რუსეთი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინელების მიერ ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. გლადკოვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის მიმართულებით 91 ჭურვი და 50 დრონი გაუშვეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის იერიშის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, ადმინისტრაციული შენობა, ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები დაზიანდა.