მექსიკის სამხრეთ ნაწილს ტროპიკულმა შტორმმა გადაუარა. კარიბის ზღვაში წარმოქმნილმა შტორმმა რეგიონს ამ ეტაპისთვის მცირე ზიანი მიაყენა, თუმცა ქვეყნის მმართველობა მოსახლეობას სიფრთხილისა და ამინდის პროგნოზისთვის თვალის დევნებისკენ მოუწოდებს. ტროპიკული ქარიშხალი დაატყდა თავს ბარბადოსსაც. სტიქიამ აღმოსავლეთ სანაპიროს გადაუარა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, საცხოვრებელ სახლებს კი სახურავები ახადა. ცნობები მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.