სი ძინპინი ყაზახეთში ჩავიდა. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, სი ძინპინი ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტითა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 24-ე შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა . ვიზიტის ფარგლებში, ის ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება. ყაზახეთის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი ტაჯიკეთს ეწვევა.