ახალი პოლიტიკური მოძრაობა - „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა. პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია რიყის პარკში გაიმართა, სადაც საზოგადოებას პლატფორმის ხედვები, მიზნები და წევრები გააცნეს. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, პლატფორმაში გაერთიანებული არიან ახალი სახეები და არის ღია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა ერთად ბრძოლა. წევრები აცხადებენ, რომ მოძრაობა შედგება არაპარტიული პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი საქმე სახელმწიფო დონეზე იციან.