საერთაშორისო ლიდერები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს კვლავ აკრიტიკებენ - როგორია საკითხზე მმართველი პარტიის წევრთა პოზიცია - Palitra News

საერთაშორისო ლიდერები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს კვლავ აკრიტიკებენ - როგორია საკითხზე მმართველი პარტიის წევრთა პოზიცია

2024-07-01 20:54:27+04:00

საერთაშორისო ლიდერები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს კვლავ აკრიტიკებენ და საქართველოს ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. პარტნიორების გზავნილებთან დაკავშირებით უკვე ისაუბრეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის მხრიდან ევროინტეგრაციის დაზიანების მცდელობებზე საუბრობენ. ისინი ყურადღებას იმ ნაბიჯებზეც ამახვილებენ, რომელსაც დასავლელი პარტნიორები გადადგამენ.