დღეიდან უნგრეთი 6 თვის განმავლობაში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. ევროკავშირის თავმჯდომარეობა ქვეყნებს როტაციის პრინციპით უწევთ. ეს თანამდებობა ქვეყნებს რეალურად მცირე ძალაუფლებას აძლევს, თუმცა, მიუხედავად ამისა, თავმჯდომარე ქვეყანას აქვს საშუალება, დღის წესრიგში თავისი პრიორიტეტბი დააყენოს.ბუდაპეშტის შვიდი პრიორიტეტიდან ერთ-ერთი კი, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა იქნება.