ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024-ის ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - Palitra News

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024-ის ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა

2024-07-01 09:22:31+04:00

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024-ის ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 4:1 დამარცხდა. ესპანელები დიდი ძალებით უტევდნენ ეროვნულ ნაკრებს, თუმცა მამარდაშვილი თამაშის პირველივე წუთებიდან კარს საიმედოდ იცავდა. ანგარიში სწორედ ჩვენმა გუნდმა გახსნა. თამაშის 39-ე წუთზე ესპანელმა მოწინააღმდეგემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.