ლევილის ქართული ფესტივალი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება. 29 ივნისს საფესტივალო კვირა სხვადასხვა რეგიონის სკოლების აღსაზრდელების კონცერტით დაიწყო. დღესასწაული ფოლკორული ანსამბლ „ლალხორის“ მიერ შესრულებული სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშებითა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტით გაგრძელდა. წლევანდელ ფესტივალში ორი თვის განმავლობაში მონაწილეობას 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი მიიღებს.