სერბეთში, ისრაელის საელჩოსთან სროლის შედეგად პოლიციელი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელი დაიღუპა. სერბეთის ხელისუფლებამ, ისევე როგორც ისრაელის დიპლომატიურმა დეპარტამენტმა, მომხდარი ტერაქტის მცდელობად შეაფასა. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა და საპასუხო ცეცხლი გახსნა. სერბეთის ხელისუფლების განცხადებით, თავდამსხმელი რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო. სერბეთის პოლიციამ მომხდარზე კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც თავდამსხმელს ემხარებოდა.