მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში დააინიცირებს და პირველი მოსმენით, ივლისში მიიღებს.მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის კანონს“ საბოლოოდ, სამივე მოსმენით სექტემბერში მიიღებს.