არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა..მისი თქმით ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის თაობაზე პროექტირება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.პრემიერის განცხადებით ,მმართველი გუნდი, ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ წარადგენს ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც მიზნად ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ისახავს.