მკვლელობა დუშეთში- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მძიმე დაზიანებების შედეგად სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალდებული დაკავებულია. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.