დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა. სწავლების თეორიული ნაწილი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდა. მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. კურსი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ტაქტიკური დონის ქვედანაყოფების დაკვირვება, წვრთნა და შეფასება ნატოს სტანდარტების შესაბამისად განახორციელონ. დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი საქართველოში უკვე მერვედ ჩატარდა და მას, ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად, ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ.