ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში -  რა ხდებოდა პორტუგალიასთან მატჩის მოგების შემდეგ და როგორია საერთაშორისო გამოხმაურებები - Palitra News

ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში -  რა ხდებოდა პორტუგალიასთან მატჩის მოგების შემდეგ და როგორია საერთაშორისო გამოხმაურებები

2024-06-27 19:25:36+04:00

ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში,- ევროპის ჩემპიონატზე - ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. მთელი ღამის განმავლობაში ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და შეძახილებით, სიმღერითა და აპლოდისმენტებით ერთმანეთს პორტუგალიის ნაკრებთან საქართველოს გამარჯვებას ულოცავდნენ.