უმნიშვნელოვანესი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ეროვნულმა ნაკრებმა დაძაბულ მატჩში პორტუგალიას 2 გოლი გაუტანა და ისტორია დაწერა. პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ, 57-ე წთ-ზე კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მომდევნო შეხვედრას საქართველო ესპანეთთან გამართავს. თემაზე უკვე ისაუბრა ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა.