აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია - Palitra News

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

2024-06-27 18:06:39+04:00

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ჯეიჰუნ ბაირამოვს ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. დიპლომატიური უწყების ცნობით, მხარეებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის გაკეთდა განცხადებები.ერთობლივ ბრიფინგზე მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს კიდევ ერთხელ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარება.ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის სატრანსპორტო და ენერგეტიკის მიმართულებით.