საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი გავიდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. ამავე განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირისკენ სწრაფვას. ასოცირების შეთანხმებიდან 10 წლის იუბილეს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ასოცირების შესახებ შეთანხმება კი წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს.