ისტორიული მოგება ევროპის ჩემპიონატზე - ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გავიდა. მთელი ღამის განმავლობაში ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და შეძახილებით, სიმღერითა და ტაშით ერთმანეთს პორტუგალიის ნაკრებთან საქართველოს გამარჯვებას ულოცავდა. გამარჯვებას ზეიმობდნენ საკანონმდებლო ორგანოშიც. საგაზაფხულო სესიის სხდომა დეპუტატებმა მილოცვითა და მადლობით დაიწყეს. ცოტახნისწინ განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმაც.