როგორც აღმოჩნდა, წელს ქართული მოცვის 99% რუსეთში გაიყიდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-მაისში ჯამში ექსპორტზე გავიდა დაახლოებით 939 ათასი დოლარის ღირებულების 143 ათას 800 ტონა მოცვი. აქედან რუსეთში ექსპორტმა 142 ათასი ტონა შეადგინა, სომხეთში კი მხოლოდ დაახლოებით 9 ათასი ტონა გავიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ რუსეთში ერთი კილოგრამი მოცვი 6.5 დოლარად, სომხეთში კი 5.3 დოლარად გავიდა. რაც შეეხება გასული წლის სრულ სტატისტიკას, შარშან ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა 20 მილიონ 601 ათასი დოლარის ღირებულების 3 412 ტონა მოცვი და ახალი შტოში, ეს კი წინა წელთან შედარებით 12 ნახევარი მლნ დოლარით მეტია. ძირითადი გასაღების ბაზარი წინა წელსაც რუსეთი იყო, სადაც ექსპორტმა მთლიანი მაჩვენებლის დაახლოებით 94.5% შეადგინა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროები, პოლონეთი და ნიდერლანდები. აღსანიშნავია, რომ მოცვის სეზონი მაისში დაიწყო და შესაბამისად, ექსპორტის მოცულობა დიდი ალბათობით, მომდევნო თვეებში მნიშვნელოვნად გაიზრდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ფერმერები წელს მოცვის ექსპორტიდან 100-120 მლნ ლარის შემოსავალს მიიღებენ.