დღეს ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება. დღეიდან 2 დღის განმავლობაში ევროპელი ლიდერები რეგიონში არსებულ მდგომარეობას დახურულ კარს მიღმა განიხილავენ. საუბარი შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებასა და უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონის მიღებას.მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპული მხარე საქართველოსთან მიმართებაში მკაცრი იქნება, რადგან ხელისუფლებამ დასავლურ კურს გადაუხვია და ,,ქართული ოცნების”წევრებს ქვეყანა რუსეთისკენ მიაქანებენ.