„ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“, - დღეს ამ სახელწოდების ფორუმი გაიხსნება - Palitra News

„ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“, - დღეს ამ სახელწოდების ფორუმი გაიხსნება

2024-06-27 10:46:38+04:00

„ძლიერი დიასპორა სამშობლოს სამსახურში“, - დღეს ამ სახელწოდების ფორუმი გაიხსნება. ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ასევე, სპეციალური ჯილდო გადაეცემათ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეებს, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს საქართველოს პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.