ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით,ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე იენს სტოლტენბერს შეცვლის -  როდიდან შეუდგება რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას? - Palitra News

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით,ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე იენს სტოლტენბერს შეცვლის -  როდიდან შეუდგება რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას?

2024-06-26 19:41:34+04:00

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, ის იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება. იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ნატო-ს საიმედო ხელში ტოვებს.