უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა. ზელენსკიმ 110-ე და 47-ე ბრიგადას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კიევში საუბარს იმ ოფიციალურ პირებთან გამართავს, რომლებიც ფრონტის ხაზზთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ. მისივე თქმით, ფრონტის ხაზზე ადამიანებს სასწრაფო გადაწყვეტილებები სჭირდებათ რომლებიც კიევიდან უბრალოდ არ ჩანს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგიერთი შესაბამისი თანამდებობის პირი ფრონტის ხაზზე ექვს თვეზე მეტია არ ყოფილა, რასთან დაკავშირებითაც შესაბამის ზომებს მიიღებს.