ვენეციის კომისია მწუხარებას გამოთქვამს, რომ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა გრძელვადიანი მრავალრიცხოვანი პროტესტისა და ძლიერი პოლიტიკური დაძაბულობების პერიოდში მოხდა. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მისაღებად მაინც ემზადება. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა უკვე განიხილა. უმრავლესობა კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთ მიზანად ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაას ასახელებს. ოპოზიცია კი ინიციატივას რუსული პროპაგანდისტული კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევს.