ახალგაზრდული მოძრაობა „ჯენზი ევროპისთვის” ოფიციალურად დაფუძნდა. ორგანიზატორების განცხადებით, ახალგაზრდული მოძრაობა ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროპულ მომავლის და მისწრაფებების დაცვაზე. ღონისძიებაზე შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. ახალი სამოქალაქო ორგანიზაციის პრეზენტაციას დაესწრო პარტია "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. ღონისძიებაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.