ერთიანობის დეკლარაციას ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ხელი უკვე მოაწერა. მათი თქმით, ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. დეკლარაციაზე ხელმომწერი პარტიები დებენ პირობას რომ არაუგვიანეს 8 ივლისისა მონახავენ ერთიანობის ისეთ კონფიგურაციას, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის მაქსიმალური შედეგის მომტანი იქნება. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან რომ ქართულ ოცნებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში შანსი არ აქვს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს ერთიანი გზავნილი. ოპოზიციის დეკლარაცია მმართველი გუნდის კრიტიკის საგანი გახდა. მათი განცხადებით, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ ოპოზიციას წარმატების არავითარი შანსი არ გააჩნია.