"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ფოთში რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს. ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით ხომერიკის ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ფანჯრები. ხომერიკი აცხადებს, რომ მომხდარი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული და საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს.