ევროპის ჩემპიონატზე აღებული პირველი ქულის შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მესამე მატჩისთვის ემზადება. „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. როგორც ცნობილია, პორტუგალია სხვა შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. რაც შეეხება ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების განწყობას – ისინი ამბობენ, რომ მეტოქესთან რთული დაპირისპირება ელოდებათ, თუმცა ბრძოლა გრძელდება და წარმატებისთვის მაქსიმუმს გააკეთებენ. შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.